მომსახურება

შიდა კონტროლის მომსახურება

მიმოხილვა

ბოლო დროს საგრძნობლად იმატა იმ მოთხოვნების რიცხვმა, რომელსაც კომპანიას უყენებენ აქციონერები, აღმასრულებელი ხელმძღვანელობა, მარეგულირებელი ორგანოები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ასეთ სიტუაციაში სულ უფრო მეტი კომპანია უპირველეს პრიორიტეტად აყენებს შიდა კონტროლის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების საკითხს - სისტემისა, რომელიც კომპანიას საშულებას მისცემს მიაღწიოს დასახულ მიზნებს. შიდა კონტროლის სისტემა ორგანიზაციას უზრუნველყოფს რიგი უპირატესობებით, რომლებსაც შეუძლიათ მისი სააქციო ღირებულების გაზრდა, კერძოდ კი: ზუსტ და საიმედო ფინანსურ და მმართველობით ინფორმაციაზე დაფუძნებული უკეთესი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება, კომპანიის აქციონერების ინტერესების დაცვა და მათი ინვესტიციების უსაფრთხოების გარანტია, დაინტერესებულ მხარეებზე გაუმჯობესებული წარმოდგენა, რისკების ხარისხიანი მართვა და ასევე, საიმედო და შეთანხმებული პროცედურების დანერგვა.

შიდა კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზაციებს გარკვეული უპირატესობებით, რასაც შეუძლია მისი სააქციო ღირებულების გაზრდა. ეს უპირატესობები მოიცავს:

  • ზუსტ და საიმედო ფინანსურ და მმართველობით ინფორმაციაზე დაფუძნებული უკეთესი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება
  • კომპანიის აქციონერების ინტერესების დაცვა და მათი ინვესტიციების უსაფრთხოების გარანტია
  • დაინტერესებულ პირთა გაუმჯობესებული აღქმა
  • რისკების ხარისხიანი მართვა

უპირატესობები

შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების პროექტების მსვლელობის დროს ჩვენი კონსულტანტები ეხმარებიან კომპანიებს აღმოაჩინონ და შეაფასონ ისეთი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ფინანსური ანგარიშგებების საიმედოობასა და აქტივების დაცულობასთან, შეაფასონ პროცედურებისა და ქმედებების რისკის დონესთან შესაბამისობა და შეამოწმონ გათვალისწინებული პროცედურების ფაქტიური შესრულება. ჩატარებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით მზადდება დოკუმენტაცია პროცესების, რისკებისა და საკონტროლო პროცედურების თაობაზე და ასევე, მზადდება რეკომენდაციები შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისათვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

საქმიანობების განხორციელების დროს დიდი ყურადღება ექცევა ხარჯების კონტროლის ეფექტურობას და შიდა კონტროლის სისტემის რაციონალიზაციის ახალი გზების ძიებას. ძირითადად კონსულტანტები ფოკუსირებული არიან გადაჭარბებული კონტროლის პროცედურების გამოვლენაზე და მათგან უფრო მნიშვნელოვანის გამოყოფაზე, რომლებიც მოიცავენ ძირითად რისკებს და მინიმალური ხარჯების მატარებელნი არიან კომპანიისთვის. პროექტის მსვლელობის დროს ჩვენი კონსულტანტები იყენებენ მიდგომას „ზევიდან ქვევით“, რომელიც დაფუძნებულია რისკების შეფასებაზე და საშუალებას აძლევს კომპანიას რესურსების მობილიზება მოახდინოს იმ რისკებსა და მათი დაფარვის იმ მეთოდებზე, რომლებიც მისთვის პრიორიტეტულია. ჩვენი კონსულტანტების მიერ კლიენტებისთვის ოპტიმალური რეკომენდაციების მომზადებისას გამოყენებული ცოდნის ბაზა რისკებისა და კონტროლის პროცედურების შესახებ, ეფუძნება წამყვანი საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებას და ითვალისწინებს ორგანიზაციების დარგობრივ სპეციფიკას.

შიდა კონტროლის გაუმჯობესება

საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემის შემუშავება ნებისმიერი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს. თითქმის ყველა შემთხვევაში, ხდება ბიზნეს პროცესების გადახედვა და მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ორგანიზაციის ბიზნეს კონტროლის გარემოში.

ჩვენი მომსახურებები მოიცავს ERP სისტემის მთელ სასიცოცხლო ციკლს: კონტროლის პროცედურების შემუშავებიდან და ბიზნეს ინფორმაციაზე წვდომის წესების შემუშავებიდან დაწყებული საწყის ეტაპზე, სისტემატური მონიტორინგით, შეფასებითა და ერთჯერადი შემოწმებებით დასრულებული სისტემის ექსპლუატაციის ფარგლებში. ამის წყალობით თქვენ შესძლებთ შეაფასოთ ძირითადი რისკები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე, თავიდან აიცილოთ ERP სისტემის დანერგვის შემდგომი ძვირადღირებული შესწორებები და შეამციროთ თაღლითობის რისკი, პროექტი კი თავიდანვე განსაზღვრული გეგმის მიხედვით განხორციელდება.

ERP სისტემების კონტროლის პროცედურები

ბევრი პროცესებისა და რისკების მართვის და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის პროექტი მოითხოვს დიდ შრომით რესურსებს, ხელს უშლის ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და რეალიზდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

პროცესებისა და რისკების მართვის და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უარი ვთქვათ განცალკევებულ გადაწყვეტილებებზე ინტეგრირებული კონცეფციების სასარგებლოდ, რომლებიც იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებს.

ჩვენი GRC გადაწყვეტილებების შემუშავებისა და დანერგვის მომსახურებები ეხმარებიან ორგანიზაციებს შეამცირონ პერსონალის დატვირთვა და უზრუნველყონ ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის ჩართულობა და პროექტების ეფექტური რეალიზაცია პროცესებისა და რისკების მართვის და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დარგში.

ავტომატიზირებული GRC გადაწყვეტილებები

2002 წლის სარბეინს-ოქსლის აქტი ადგენს მაღალ მოთხოვნებს კორპორატიული მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის დარგში კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებასთან მიმართებაში, რომელთა აქციები კოტირებულია აშშ-ს საფონდო ბირჟაზე. კერძოდ, აქტი მოიცავს მოთხოვნებს შიდა კონტროლის სისტემის შეფასების ყოველწიური განხორციელებისა და დოკუმენტირების შესახებ.

ბევრი წამყვანი საერთაშორისო კომპანია ფლობს მნიშვნელოვან უპირატესობებს  სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნების შესრულების, ან ნებაყოფლობით ნაწილობრივ მიღებული მოთხოვნების გამო, თუ კომპანია ამ აქტის მოქმედების ქვეშ არ იმყოფება.

დელოიტი ლიდერია კომპანიების მომზადებაში სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით.

ჩვენი სპეციალისტები მონაწილეობას იღებენ აღნიშნული აქტის მოთხოვნების შესრულების პროექტების განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის:

  • შიდა კონტროლის სისტემის უწყვეტი მონიტორინგის პროცესის შემუშავება;
  • სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნების სწავლება კომპანიის თანამშრომლებისთვის;
  • შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება მისი სარბეინს-ოქსლის აქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა კონტროლის პროცედურების მონიტორინგის მიზნით.

სარბეინს-ოქსლის აქტის 404-ე სექციის მოთხოვნების შესრულება 

საქართველოს კომპანიები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ აქციების პირველადი განთავსების კუთხით დიდი ბრიტანეთის საფონდო ბირჟაზე. ლონდონის საფონდო ბირჟის კომპანიების ჩამონათვალში მოხვედრისთვის და აქციების გამოშვებისთვის, კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს კორპორატიული მართვისა და შიდა კონტროლის სფეროს რიგ მოთხოვნებს.

ასეთი მოთხოვნები განსაზღვრულია კორპორატიული მართვის გაერთიანებულ კოდექსში საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების სახით, რომლებსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. ყოველწლიურად, აქციების გამომშვები კომპანია წლიურ ანგარიშში აქვეყნებს კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის ხარისხს, მათ შორის ცალკეული პრინციპების შესრულების მეთოდებს, ან მიზეზებს, რის გამოც ეს პრინციპები არ სრულდება.

კორპორატიული მართვის გაერთიანებული კოდექსი რეკომენდაციას გვაძლევს განვახორციელოთ შიდა კონტროლის კორპორატიული სისტემის ეფექტიანობის მიმოხილვა და მოვამზადოთ ყოველწლიური ანგარიში აქციონერებისთვის წარმოებული სამუშაოს შედეგებზე დაყრდნობით. მიმოხილვა უნდა მოიცავდეს ყველა არსებით კონტროლის პროცედურას, მათ შორის: საოპერაციო, ფინანსური პროცედურები, აუცილებელი შიდა რეგლამენტებისა და რისკების მართვის სისტემების არსებობა. 

შიდა კონტროლის სისტემის მოთხოვნების უფრო დეტალური აღწერა მოცემულია ანგარიშში Turnbull, რომელიც კოდექსის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენი შიდა კონტროლის სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია ფასიანი ქაღალდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისა და კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.

აღნიშნული მომსახურებები ხორციელდება როგორც პროექტის - "არ წახვიდეთ ლონდონში დელოიტის გარეშე", ასევე სხვა ცალკეული პროექტების ფარგლებში.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესრულება

დაბრუნება - რისკები