მომსახურება

Cloud ინჟინერია

Cloud გადაწყვეტილებები არ არის უბრალოდ ტექნოლოგიის განახლება, ეს არის ციფრული ინოვაცია, რაც არსებითია თითოეული ორგანიზაციისთვის, რომელსაც სურს წარმატების მოპოვება და დაწინაურება მონაცემებით მართულ სამყაროში.

Cloud არ არის მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის IT საჭიროებების მართვის კიდევ ერთი მეთოდი, ეს არის ტექნოლოგიური ნახტომიმ რომელიც გადაგიყვანთ ბიზნეს ინოვაციების მომავალ სამყაროში. დელოიტის წამყვანი პროფესიონალები დაგეხმარებიან გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელება/დანერგვაში და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მისვლაში, რაც მდგომარეობს განახლებულ ორგანიზაციაში, რომელიც ზრდას ემსახურება.

დელოიტის Cloud სტრატეგიის მომსახურებები წარმოადგენს თქვენი მოგზაურობის საწყის წერტილს, რომელიც მოიცავს მიზნების, მოქმედების გეგმისა და მიმართულების დასახვას თქვენი ბიზნეს მიზნების მისაღწევად.  მომსახურებები მოიცავს: მზაობას, სტრატეგიას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას, არქიტექტურასა და დაგეგმვას, მმართველობასა და პოლიტიკას და სამოქმედო მოდელის ტრანსფორმაციას.

Cloud სისტემის დანერგვისა და ინტეგრაციის შემოთავაზებები უზრუნველყოფს კლიენტებისთვის სწორ cloud  ტრანსფორმაციას. ჩვენი ექსპერტები ხელს უწყობენ მდგრადი სისტემების შემუშავებასა და დაკავშირებას cloud ეკოსისტემაში. მომსახურება მოიცავს; cloud პროგრამულ უზრუნველყოფას, კლიენტის სპეციფიკურ გადაწყვეტილებებს, კონტეინერის განლაგებას, არასერვერულ პლატფორმებს, ავტომატიზაციას, უწყვეტ ინტეგრაციას / განლაგებას, სხვა მიკრო მომსახურებებს და API- ზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

როდესაც თქვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს თავისი IT სტრუქტურის მიგრაციას cloud სისტემაში, დელოიტის cloud მიგრაციის პროფესიონალები დაგეხმარებიან პროცესის თითოეულ ეტაპზე. ისინი განსაზღვრავენ სტრატეგიას და გეხმარებიან სირთულეების გადალახვაში, კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით.

დელოიტის Cloud მართვის მომსახურებები სერვისები წარმოადგენს სრულყოფილ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ოპერაციების სამართავად cloud ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ოპტიმიზირებულია კლიენტის აპლიკაციებსა და მონაცემთა პორტფელისთვის და ასევე დელოიტის მიერ მართული გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს Cloud-ზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურულ ოპერაციებს, მომსახურებების მართვას, კიბერ უსაფრთხოებას, ოპტიმიზაციას და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის მხარდაჭერას.

Cloud ინფრასტრუქტურა და საინჟინრო მოსახურებები ეხმარება კლიენტებს ჩართონ ტექნოლოგიური მომსახურებები მათ ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში. დელოიტის ექსპერტები უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურულ და ქსელურ გადაწყვეტილებებს, რათა დააკავშირონ, ოპტიმიზაცია გაუკეთონ და მართონ პირადი, საზოგადოებრივი და ჰიბრიდული cloud გადაწყვეტილებები წამყვან პლატფორმებზე, მათ შორის: AWS, Azure, GCP, Alibaba, VMware, Cisco და Arista. 

გაეცანით დამატებით რესურსებს

2019 წლის ტექნოლოგიური ტენდენციები

დელოიტის რიგით მეათე ტექნოლოგიური ტენდენციების ანგარიში განსაზღვრავს ტენდენციებს, რომლებიც ზეგავლენას იქონიებენ ბიზნესზე მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში.

 

ძირითადი კონტაქტები

ანტონ ორლოვსკი

ანტონ ორლოვსკი

უფროსი მენეჯერი, საკონსულტაციო მომსახურება

ანტონს დელოიტ დსთ-ს სხვადასხვა ოფისებში, საკონსულტაციო და ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მუშაობის 6 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს კორპორატიული ფინანსების, რისკ... მეტი