მომსახურება

ფინანსები და სამუშაო ეფექტურობა

ტექნოლოგიის დაბრკოლებების ხანაში, ფინანსურ ხელმძღვანელებს სჭირდებათ სტრატეგიები, რათა შეიმუშაონ და განახორციელონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ფინანსური პროცესები, ოპერაციები და დამხმარე ტექნოლოგიები.

ფინანსური ფუნქციები, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზაციის წარმატებას, შესაძლოა ძალზედ რთული იყოს. ფინანსურ ხელმძღვანელებს სჭირდებათ  მძლავრი ინსტრუმენტები ამ სირთულეების სამართავად და პროდუქტიულობისა და ზრდის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ მიზნით დელოიტის ფინანსების და სამუშაო ეფექტურობის მომსახურებები გთავაზობენ მოწინავე ცოდნასა და გადაწყვეტილებებს.

უძრავი ქონების ჰოლდინგები შესაძლოა ღირებული აქტივებიდან გადაიქცეს ვალდებულებებად თუ არ იქნება ეფექტურად მართული.  ჩვენს ქონების პროფესიონალებს შეუძლიათ გაგიწიოთ კონსულტაცია უძრავი ქონებისა და ლოკაციების სტრატეგიის განხორციელების დროს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებითა და მოწინავე რჩევებით, რიკების მართვით, აქტივების გაყიდვებით და სხვა გადაწყვეტილებებით, რაც უზრუნველყოფს თქვენი უძრავი ქონების  შესაბამისობას ბიზნეს იმპერატივებთან.

დელოიტის გლობალური ბიზნეს მომსახურებებს მოჰყავს ორგანიზაციის ცალკეული ლოკაციები და განყოფილებები ერთობლიობაში და ჰარმონიაში შედეგების გარდაქმნის მიზნით. მომსახურების უზრუნველყოფით, საოპერაციო მოდელის შემუშავებით  და ბიზნეს პროცესთან დაკავშირებული კონსულტაციებით, ჩვენი სპეციალისტები გეხმარებიან ბიზნეს პრაქტიკისა და მმართველობის სინქრონიზაციაში ორგანიზაციის ლოკაციების მიხედვით, ურთიერთთანამშრომლობისა და ეფექტურობის ზრდის მიზნით.

ფინანსურ ლიდერებს, რომლებსაც სურთ ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია ან სტრატეგიების შემუშავება ისეთი გარდაქმნებისთვის, როგორიცაა მაგალითად შერწყმა და შესყიდვა, შეუძლიათ მარტივად გაუმკლავდნენ გამოწვევას დელოიტის ფინანსური სტრატეგიის პროფესიონალების დახმარებით. ჩვენი სპეციალისტები გთავაზობენ სტრატეგიულ მომსახურებებს, როგორიცაა: ტენოლოგიები, მონაცემები, სისტემების დანერგვა და ადამიანური რესურსების სტრატეგიები წარმატებული გარდაქმნის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში როგორიცაა: ძირითადი სტრატეგია, კაპიტალის მართვა, აქციების პირველადი განთავსებისთვის მზადყოფნა და სხვა.

დელოიტის საოპერაციო ფინანსების მომსახურებები გეხმარებიან ყოველდღიური გარიგების ფუნქციების ტრანსფორმაციასა და ოპტიმიზაციაში.  ჩვენი პროფესიონალები მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ღირებულების შემცირება, რესურსების განაწილება,  პროცესის სისწრაფისა და ხარისხის კონტროლი, შესყიდვა-გადახდის პროცესების სრული კონტროლი.  

ჩვენი ბიზნეს ფინანსების შეთავაზებები იყენებენ მოწინავე ანალიტიკისა და სტატისტიკური პროგნოზირების შესაძლებლობებს პროცესის ტრანსფორმაციის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის: ბიზნეს ფინანსური პროცესები, სამუშაოს ეფექტურობის მართვა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და დაგეგმვა, მენეჯმენტის ინფორმაცია და ორგანიზაციული ხედვა.

გაეცანით დამატებით მასალებს

კომერციული უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები 2019 წელს

სისწრაფე ციფრულ ეპოქაში გამარჯვების მოპოვების საწინდარია.

გლობალური კვლევა აუთსორსინგის დარგში

ავტომატიზაციის პირობებში განხორციელებული აუთსორსინგი ფუნდამეტურად ცვლის ტრადიციული აუთსორსინგის გაგებას.