მომსახურება

სტრატეგია და ბიზნეს მოდელი

მეტი თავდაჯერებულობისთვის, ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი: მიიღონ ნათელი და დროული გადაწყვეტილებები, რომლებიც განაპირობებენ ზრდას დინამიურ და მუდმივად ცვალებად სამყაროში. დელოიტის სტრატეგიისა და ბიზნეს მოდელის სპეციალისტები ფლობენ ღრმა ინდუსტრიულ ცოდნასა და მოწინავე მეთოდებს, რათა დაეხმარონ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გადაწყვიტონ ყველაზე კრიტიკული საკითხები და მიაღწიონ წარმატებას.

ტქვენს ბიზნესზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება სტრატეგიის შემუშავების სფეროში

ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზაციის აღმასრულებლებთან და მათ გუნდთან რათა განვახორციელოთ საწარმოო მასშტაბის სტრატეგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია, ბიზნესის სრული ღირებულების რეალიზაციისთვის, მომხმარებელთა შესახებ წარმოდგენების, ტექნოლოგიური მიღწევების, სექტორის ბუნდოვანი ეკოსისტემებისa და კონკურენტული უპირატესობის ცვალებადი წყაროების გამოყენებით. 

ჩვენ ვმუშაობთ კლიენტებთან ერთად ეფექტური კორპორატიული და ბიზნეს ერთეულების სტრატეგიების შემუშავების და საწარმოო ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით. როდესაც მენეჯმენტი აწყდება წინააღმდეგობას გრძელვადიანი სტრატეგიების მოკლევადიან შედეგებთან თანხვედრაში, ჩვენ ვმუშაობთ მათთან ერთად, რათა შევქმნათ ინტეგრირებული ზრდაზე ორიენტირებული პროგრამები მათი ორგანიზაციისთვის. . როგორც აღიარებული ლიდერები ინოვაციური სტრატეგიების დარგში, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს გამოიყენონ ზრდის ახალი შესაძლებლობები, ახალი შეთავაზებების და ბიზნესის შექმნის გზით. 

ჩვენ ვაჩვენებთ მენეჯმენტს, თუ როგორ უნდა მიმართონ ორგანიზაციული მიდგომა ციფრული სტრატეგიისადმი ისე რომ, ის გახდეს მათი ძირითადი ბიზნეს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მენეჯმენტთან ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და შექმნისთვის, რაც იძლევა ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. მიზნობრივ ფასდადების სტრატეგიებსა და ინიციატივებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი შემოსავლისა და მარჟის ზრდის უზრუნველყოფა. ჩვენი ხარჯების შემცირების სპეციალისტები იყენებენ მძლავრ ინსტრუმენტებს, აქტივებსა და ინდუსტრიის ცოდნას,  მარჟის გაუმჯობესების მიზნით.

კომბინირებული სცენარის შემუშავების, ტენდენციების განსაზღვრის ინსტრუმენტებისა და აქტივების შერწყმის შედეგად, ჩვენ ვეხმარებით მენეჯმენტს გაერკვნენ მუდმივად ცვალებად გარემოში, რათა შეაფასონ ცვლილებები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე წვლილი შევიტანეთ სტრატეგიული მენეჯერის ფუნქციის განვითარებაში  და შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ ფუნქციის ხანგრძლივი ზეგავლენის უზრუნველყოფაში.