სტატია

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ მარეგულირებელ დებულებებსა და ცვლილებებს შორის, რომლებიც ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან

დელოიტ აკადემიის ტრენინგი

16-17 დეკემბერს დელოიტ აკადემიამ ჩაატარა ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით: „დღგ-ს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ მარეგულირებელ დებულებებსა და ცვლილებებს შორის, რომლებიც ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან“.

ტრენინგის თემები მოიცავდა:

შედარებით ანალიზსა და პრაქტიკულ მაგალითებს (ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით) დღგ-ის მოქმედი მარეგულირებელი დებულებებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, რომლებიც ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვარიდან. 

  • დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის მიწოდება; მომსახურების გაწევა);
  • დაბეგვრის დრო (დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
  • დასაბეგრი თანხა (დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
  • ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა.

 

  • ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული
    ოპერაციები;
  • დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი (საქონლის მიწოდების ადგილი; მომსახურების გაწევის ადგილი);
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება.
      

ვებინარმა წარმატებით და პროდუქტიულად ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრეთა რაოდენობა და მათი აქტიური ჩართულობა დისკუსიაში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?