სტატია
დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ და 2021 წლის 1 იანვრამდე არსებულ რედაქციას შორის
დელოიტ აკადემიის ონლაინ ტრენინგი
25-26 მარტს დელოიტ აკადემიამ ჩაატარა მორიგი წარმატებული ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით - "დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ და 2021 წლის 1 იანვრამდე არსებულ რედაქციას შორის".
ტრენინგის თემები მოიცავდა:
25 მარტი:
- დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის მიწოდება; მომსახურების გაწევა);
- დაბეგვრის დრო (დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
- დასაბეგრი თანხა (დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
- ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა;
- ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები;
- დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი (საქონლის მიწოდების ადგილი; მომსახურების გაწევის ადგილი);
26 მარტი:
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება;
- ზოგადი დებულებები და დღგ-ის ჩათვლის უფლება;
- დღგ-ის ჩათვლის სარგებლობის წესი;
- დღგ-ის პროპორციული ჩათვლა;
- შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე და დღგ-ის თანხის კორექტირება;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა და დღგ-ის დაბრუნება;
- დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები
ვებინარს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სფეროს კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში.