სტატია

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ და 2021 წლის 1 იანვრამდე არსებულ რედაქციას შორის

დელოიტ აკადემიის ონლაინ ტრენინგი 

17-18 მაისს დელოიტ აკადემიამ ჩაატარა 2-დღიანი ონლაინ ტრენინგი: „დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მოქმედ და 2021 წლის 1 იანვრამდე არსებულ რედაქციას შორის“.

ტრენინგის თემები მოიცავდა:

17 მაისი: 

  • დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის მიწოდება; მომსახურების გაწევა);
  • დაბეგვრის დრო (დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
  • დასაბეგრი თანხა (დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას);
  • ცალკეული საქონლის მიწოდების დაბეგვრის სპეციალური სქემა;
  • ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები;
  • დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი (საქონლის მიწოდების ადგილი; მომსახურების გაწევის ადგილი);

18 მაისი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;
  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება;
  • ზოგადი დებულებები და დღგ-ის ჩათვლის უფლება;
  • დღგ-ის ჩათვლის სარგებლობის წესი;
  • დღგ-ის პროპორციული ჩათვლა;
  • შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე და დღგ-ის თანხის კორექტირება;
  • საგადასახადო ანგარიშფაქტურა და დღგ-ის დაბრუნება;
  • დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები

ვებინარს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სფეროს კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში.

იყო თუ არა ინფორმაცია სასარგებლო?