Indirect Tax

მომსახურება

არაპირდაპირი გადასახადი

18 %-იანი დღგ-ს სტანდარტული განაკვეთის და საბაჟო გადასახადის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება მას რამდენჯერმე აღემატებოდეს, არაპირდაპირი გადასახადისა და საბაჟო გადასახადის ვალდებულების მართვამ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგზე. ჩვენს გამოცდილ გუნდს გააჩნია უნარები, რომლებიც აუცილებლია თქვენი ვალდებულებების ოპტიმიზაციის უზრუნველსაყოფად.

საბაჟო მომსახურეობები

ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და რისკის მართვა

 

საბაჟო გადასახადი და საერთაშორისო ვაჭრობის ხარჯები პირდაპირ ახდენენ გავლენას თქვენს რენტაბელობაზე. საბაჟო რეგულაციებისა და ანგარიშგებისადმი დაუმორჩილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჯარიმები და ხარჯები თქვენი ბიზნესისთვის. გლობალური ვაჭრობის გადაწყვეტილებებისა და ვალდებულებების ეფექტური მენეჯმენტი უნდა იყოს საკვანძო საკითხი თქვენი გლობალური მიწოდების ჯაჭვში.

ჩვენი საბაჟო პროფესიონალები დაგეხმარებიან შეიმუშაოთ ისეთი სტრატეგიები და იმგვარად  მოახდინოთ გლობალური სავაჭრო ტრანზაქციების სტრუქტურირება, რომ შეამციროთ საბაჟო გადასახადი და სხვა საერთაშორისო ვაჭრობის ხარჯები და უზრუნველყოთ იურიდიული და რეგულაციური მოთხოვნების შესრულება.

 

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ

კონსალტინგი



ჩვენი გუნდი შედგება იურისტებისგან, ეკონომისტებისგან და ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისგან. ეს პროფესიონალები ეხმარებიან კომპანიებს სხვადასხვა საბაჟო და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის:

  • დოკუმენტაციის მომზადება, საბაჟო სამსახურიდან საბაჟო კლასიფიკაციის გადაწყვეტილებების მოპოვება იმ მიზნით, რომ საქონელზე ნულოვანი ან შემცირებული საბაჟო გადასახადები დაეკისროთ
  • საბაჟო პროცედურების აპლიკაციის ანალიზი, საბაჟო გადასახდელებისა და ხარჯების ოპტიმიზაციისათვის
  • საბაჟო შეფასების სადავო საკითხების კონსულტაცია, რომელი საკითხებიც შეიძლება წარმოიშვას კონკრეტულად, ახლად იმპორტირებულ საქონელზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც ბიზნეს მოდელებს ან მომმარაგებლებს იცვლიან
  • ოპერაციების ანალიზი საბაჟოს გადმოსახედიდან, საბაჟო კავშირის გაერთიანებული კანონმდებლობის გათვალისწინებით
  • შერწყმის შემდგომი ინტეგრაციის ოპტიმიზაცია, გადასახდელების რისკების და პოტენციური შესაძლებლობების თვალყურის დევნებით
  • გაწვდილი ხელის (arm's length-ის) ან საბაზრო ფასის დადგენა და შეთანხმება, საბაჟო და სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიზნებისთვის
საბაჟოსთან შესაბამისობის მიმოხილვა

ჩვენ გთავაზობთ საკუთარ მოქნილ და კლიენტზე მორგებულ მიდგომას საბაჟოსთან და გლობალურ ვაჭრობასთან მიმართებში იმისთვის, რომ დავეხმაროთ კლიენტებს ეფექტურად მართონ საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნეს პროცესები, შეაფასონ შესაბამისობის რისკები, და ისარგებლონ ფულის მიმოქცევის შესაძლებლობებით.

ჩვენი მიმოხილვა საბაჟოსთან შესაბამისობასთან დაკავშირებით მიაწვდის მოქმედების ნათელ ჩარჩოს მულტინაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ მეტ გამჭვირვალობას სავაჭრო მონაცემებსა და შესაბამისობის დონეში და რომლებიც იღებენ უფრო ძლიერ საოპერაციო და სტრატეგიულ შესაბამისობის ზომებს, რომლებიც მოიცავს კლასიფიკაციას, წარმოშობას და ღირებულებას.

გაფართოებული საბაჟო და ბიზნეს ოპერაციები დაგეხმარებათ შეუმსუბუქოთ საქმე თქვენი მომმარაგებლების ჯაჭვს და ფინანსურ პერსონალს იმ მიზნით, რომ მეტი ფოკუსირება გააკეთონ სტრატეგიულ ბიზნესის გეგმებზე და იმუშაონ ერთსახოვანი დიაგნოზის ჩამოყალიბებაში საბაჟო და სავაჭრო რისკებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაცია

კომპანიები ეძებენ მდგრად უპირატესობას კონკურენციაში. დელოიტის ბიზნეს მოდელის ოპტიმიზაციის (BMO)-ს  პროფესიონალები არიან ინეტეგრირებული გუნდის წევრები, ეს გუნდი მოიცავს კონსულტაციის, საწარმოო რისკის და საგადასახადო სპეციალისტებს. ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ გლობალური ვაჭრობის ტრანზაქციებიდან არიდებადი ხარჯების მოშორებაზე, ამავდროულად ვუზრუნველყოფთ მსოფლიოს უამრავ სავაჭრო რეგულაციასთან შესაბამისობას.

ჩვენი მიდგომა - ოპტიმიზაცია გავუკეთოთ ბიზნეს მოდელს და მომმარაგებლების ჯაჭვს - ითვალისწინებს იმპორტის და ექსპორტის მოთხოვნებსაც, რომელიც ეხმარება კომპანიებს აირიდონ დანამატი საბაჟო გადასახდელები/ვაჭრობის ხარჯები ან/და მომმარაგებლების ჯაჭვის შეფერხებები. ეს ასევე აძლევს საშუალებას კომპანიებს ოპტიმიზაცია გაუკეთონ თავიანთ საბაჟო და გლობალური ვაჭრობის პროცესებს და მიიღონ მდგრადი კონკურენტული უპირატესობა, ეფექტიანობის გაზრდით.

დღგ

არაპირდაპირი გადასახადების ოპტიმიზაცია

საქართველოში დღგ-ს კანონმდებლობა არის კომპლექსური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით მოთხოვნადი. კანონმდებლობის საერთო ინტერპრეტაციის არ ქონამ და დებულებებისა და წესების ხშირმა ცვლილებამ შეიძლება თქვენი ბიზნესი დაუცველი გახადოს.

ჩვენს გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ ნავიგაციაში და მოსალოდნელი მახეების თავიდან აცილებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას თქვენი ბიზნესის გადასახადის ეფექტურობა და შესაბამისობა. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შემდეგით:

  • მოგცეთ რჩევები შესაფერის ბიზნეს სტრუქტურებზე და პროცესებზე, როდესაც დაიწყებთ საქმიანობას საქართველოში
  • გავაანალიზოთ თქვენი ახლანდელი ბიზნეს მოდელი, გაგიწიოთ კონსულტაცია შიდა დღგ-ს რეგულაციების ოპტიმიზაციაზე, რათა დავრწმუნდეთ რომ ყველა სარგებელი და სახელმწიფო წახალისებები გამოყენებულია და რისკები მინიმუმზეა დაყვანილი
  • გავაანალიზოთ დღგ-ს კუთხით შეთანხმებები, კონტრაქტები და მათი ცვლილებები
  • განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ეგრედწოდებული "განცალკევებული“ დღგ-ს აღრიცხვა, მათ შორის საჭირო რეესტრების შემუშავება
  • მოგცეთ რჩევები ქაღალდის და ელექტრონული სახით დღგ-ს ინვოისების და დღგ-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოშვების პროცედურაზე
  • მოვამზადოთ აპლიკაციები ფინანსთა სამინისტროსთვის და საგადასახადო უწყებებისთვის
  • შემოგთავაზოთ სტრატეგიები დღგ-ს უკან დაბრუნებაზე და დაგეხმაროთ ამ სტრატეგიის იმპლემენტაციაში
  • მოგცეთ რჩევები კონკრეტულ ტრანზაქციებსა და საქმიანობებზე არაპირდაპირი გადასახადების დარიცხვის თაობაზე, როგორიცაა კაპიტალის კონსტრუქცია, ბიზნესის რეორგანიზაცია და ვაჭრობის სახელმწიფო წახალისებები

უფროსი მენეჯერი, გადასახადები

გიორგი თავართქილაძე

გიორგი თავართქილაძე

მმართველი პარტნიორი, დელოიტის საქართველოს ოფისი

გიორგი დელოიტის საქართველოს ოფისის მმართველი პარტნიორია. იგი, ასევე, ხელმძღვანელობს ფირმის საგადასახადო და იურიდიულ მიმართულებას. გიორგის მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სპეციალიზირდება ფინან... მეტი