Deloitte and Oracle logos on sailboat

მომსახურება

Oracle

მიისწრაფით ერთი დამოუკიდებელი აპლიკაციისკენ თუ აკეთებთ მნიშვნელოვან სვლას ბიზნეს ტრანსფორმაციით, დელოიტის და Oracle-ის გლობალური ალიანსი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო და ეფექტურ ქმედებას. ბიზნეს სტრატეგიიდან დაწყებული და ტექნოლოგიებით დამთავრებული ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ორგანიზაციის მოდერნიზაციასა და ბიზნეს ღირებულების შექმნაში.

დელოიტის შესაძლებლობები სცდება გეოგრაფიულ და ორგანიზაციულ საზღვრებს. 20016 წლის თებერვალში დელოიტი გახდა Oracle-ის პირველი გლობალური პარტნიორი და 20,100-ზე მეტი Oracle-ის მომხმარებელით თავისი წევრი ფირმების მასშტაბით, მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციას თუ შეუძლია რთული საერთაშორისო პროექტების განხორციელება ისე ეფექტურად, როგორც ჩვენ.

დელოიტი და Oracle აფართოებენ მომსახურებების სპექტრს ენერგო და კომუნალური სექტორის ორგანიზაციების დახმარების მიზნით ანალიტიკური მეთოდების გზით ღირებულების გასაზრდელად

დელოიტი აფართოებს Oracle-თან თანამშრომლობას მოწინავე ანალიტიკური ანგარიშგების სფეროში კომუნალური საწარმოებისთვის. როგორც ლიდერი ბიზნეს ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური მომსახურებების სფეროში, დელოიტი ითანამშრომლებს  Oracle-თან "მოწინავე ანალიტიკური მეთოდების გამოყენება კომუნალური საწარმოებისთვის" პროგრამის ფარგლებში, სასარგებლო და პრაქტიკული რეკომენდაციების გამოვლენის მიზნით ორგანიზაციაში არსებული მასობრივი მონაცემებიდან.

ბიუჯეტირების სისტემების შემუშავება და განხორციელება

კომპანიის ბიზნესიდან და მისი ფინანსური/მართვის საბუღალტრო და დაგეგმვის ფუნქციებიდან გამომდინარე, პროექტი შესაძლოა მოიცავდეს ბიუჯეტირების კომპონენტებს ან განვითარებისა და განხორციელების ყოვლისმომცველ გადაწყვეტილებებს.

დელოიტის პროფესიონალებს აქვთ ბიუჯეტირების სისტემების შემუშავების დიდი გამოცდილება - არსებული სისტემის დიაგნოსტირებით დაწყებული კონცეფციის შემუშავებით დასრულებული მონაცემთა შეგროვების, გადამუშავების და ბიუჯეტის ანგარიშგების მხარდაჭერის მიზნით. 

კენედიმ დაასახელა დელოიტი გლობალურ ლიდერად ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის კონსალტინგში

კენედიმ დაასახელა დელოიტი გლობალურ ლიდერად ადამიანური რესურსების ტრანსფორმირების კონსალტინგში თავის უახლეს ანგარიშში სახელწოდებით "ადამიანური რესურსების ტრანსფორმაციის საკონსულტაციო ბაზარი".