მომსახურება
მომარაგების უწყვეტობა
ზრდის გაუმჯობესება და ხარჯების შემცირება
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგია ბიზნეს სტრატეგია, თუ საოპერაციო ჯგუფი მას ვერ განახორციელებს.
დელოიტის მომარაგების უწყვეტობის პრაქტიკა ეხმარება კომპანიებს მოახდინონ ბიზნეს სტრატეგიისა და მომარაგების უწყვეტობის ინიციატივების ინტეგრაცია ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ახალი პროდუქტების განვითარებას, ინვენტარიზაციის სტრატეგიას, საწარმოო სტრატეგიასა და ოპერაციებს, სადისტრიბუციო ქსელს და ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას. ჩვენ ვიყენებთ პროგრამულ მიდგომებს, ანალიტიკურ შესაძლებლობებს და გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს მაღალ ზრდას, ამცირებს ხარჯებსა და უკუკავშირის დროს და ზრდის პროდუქტიულობას.
დელოიტის საერთაშორისო კვლევა შესყიდვებთან დაკავშირებით - 2013
დელოიტის გლობალური შესყიდვების დირექტორების კვლევის ანგარიში წარმოგვიდგენს 2013 წლის კვლევის შედეგებს, რომელიც დაფუძნებულია 180 რესპონდენტის პასუხებზე 18 ქვეყნიდან. მონაწილეებს აქვთ 2.7 ტრილიონი აშშ დოლარის საერთო ბრუნვა ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის მასშტაბით და მოიცავენ ინდუსტრიული მრეწველობის ყველა მნიშვნელოვან სექტორს.