Analytics & Information Management

მომსახურება

ანალიტიკა და ინფორმაციის მართვა

მსოფლიო ძალზედ სწრაფად იცვლება. იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნები და კონკურენტების რიცხვი. მთავრობები და მარეგულირებელი ორგანოებიც უფრო დეტალურ ანგარიშებს ითხოვენ სულ უფრო მცირე დროში. ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები თქვენს ძირითად ბიზნეს გამოწვევებზე შესაძლოა იმალებოდეს თქვენი ორგანიზაციის მონაცემებში. დელოიტის ინფორმაციის მართვისა და ანალიტიკის პროფესიონალები დაგეხმარებიან იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენაში, რაც შესაძლოა თქვენთვის შეუმჩნეველი იყოს. ჩვენი გლობალური ქსელი უზრუნველყოფს საკონსუტაციო და განხორციელების მომსახურებას, რათა დაეხმაროს კომპანიებს მართონ განსხვავებული წყაროებიდან მიღებული მონაცემები და აქციონ ზუსტ, პრაქტიკულ ინფორმაციად, რომელსაც შეუძლია ფაქტებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ხელშეწყობა.

დელოიტი გთავაზობთ თქვენს ინდუსტრიულ სფეროსა და ბიზნეს მიმართულებაზე მორგებულ მზა გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვფლობთ სრულ შესაძლებლობებსა და საჭირო ინდუსტრიულ ცოდნას ინფორმაციის მართვისა და ანალიტიკური მომსახურების გაწევის კუთხით.

სადაზღვევო ანალიტიკა

ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს დიდი მონაცემების ანალიტიკასა და დამუშავებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში ფოკუსირებული ანალიტიკური მოდელების შემუშავებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გზით.  

Tech Trends 2016

2016 წლის ტექნოლოგიური ტენდენციები 

ციფრული ეპოქის ინოვაციები

ამჟამად საინფორმაციო სამსახურების (სხვადასხვა მასშტაბის კომპანიებში, განსხვავებულ დარგებსა და რეგიონებში) ხელმძღვანელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა დანერგონ ინოვაციები, მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და მუშაობის ახალი მეთოდები ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რასაც უკვე წარმატებით ახორციელებენ სხვა წამყვანი კომპანიები.

Tech Trends 2016