Industry Specialisation

მომსახურება

სპეციალიზაცია სფეროების მიხედვით

სექტორზე ორიენტირებული სპეციალისტები, რომლებიც იცნობენ თქვენს ბიზნესს

ჩვენ ვმუშაობთ ფუნქციონალურ ჯგუფებში, რათა უზრუნველვყოთ იმ სექტორის დეტალური ანალიზი, რომელშიც თქვენ საქმიანობთ. ეს საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ შეცდომები და აქცენტი გავაკეთოთ აუდიტის საკვანძო ელემენტებზე. ჩვენი სპეციალისტების ცოდნა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით რომელსაც მუშაობის პროცესში ვაწყდებით, გვქონია შეხება წარსულშიც და გაგვაჩნია შესაბამისი ინოვაციური გადაწყვეტილებები.

ფინანსური მომსახურების სფერო უკანასკნელი პერიოდის მანძილზე  მეტად რთული და სწრაფად ცვალებადი რეგულაციების ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც განსაკუთრებულ კომპეტენციას მოითხოვს. ჯონ რობინსონსა და მისი გუნდს გააჩნიათ საჭირო უნარები და გამოცდილება თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუდიტის ჩატარების კუთხით.

საკონტაქტო პირები: ჯონ რობინსონი; გიგა მესხი 

 

დელოიტი მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილეს ბრენდებს უტარებს აუდიტს აღნიშნულ სფეროში, რომელიც ინოვაციურობითა და ძლიერი ტექნოლოგიით გამოირჩევა. ეს მსოფლიო გამოცდილება შესაძლებელია მორგებულ იქნას თქვენს ბიზნესზე საქართველოში და დსთ-ს რეგიონში. 

საკონტაქტო პირები: ჯონ რობინსონი

დელოიტის მომსახურება განსხვავებულ სექტორებს მოიცავს, როგორიცაა: საავტომობილო, საცალო, ტურიზმი და დასვენება და სხვ. ეს სწრაფად განვითარებადი სექტორები ხშირად კომპლექსური ბიზნესებია, საერთაშორისო პარტნიორებითა და გრძელი მიწოდების ჯაჭვით. ჯონ რობინსონი მართავს პროფესიონალი აუდიტორების გუნდს, რომელიც სექტორის დეტალური ცოდნით გამოირჩევა.

საკონტაქტო პირები: ჯონ რობინსონი; გიორგი ხარაიშვილი

ჩვენს გუნდს გააჩნია მსოფლიოს უდიდეს ოპერატორებთან მუშაობის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

საკონტაქტო პირები: ჯონ რობინსონი; გიორგი ხარაიშვილი

ჩვენი საგადასახადო და იურიდიული სფეროს გუნდი კლიენტებს ინტეგრირებული მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს. ჩვენი მიდგომა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინალურ გამოცდილებასა და ინოვაციებს ბიზნესისა და ინდუსტრიის ცოდნასთან, რათა დაეხმაროს თქვენს კომპანიას გლობალურ განვითარებაში.

საკონტაქტო პირები: გიორგი თავართქილაძე; გიორგი სვანაძე