Human Capital services

მომსახურება

ადამიანური რესურსები

სხვაგვარად რომ შევხედოთ, სამუშაო შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე პროცესი. ის შეიძლება იყოს შედეგი, რომელიც განაპირობებს პროდუქტიულობას, ღირებულება და გავლენა, რომელიც გამოავლენს ადამიანურ პოტენციალს და ქმნის ორგანიზაციას, რომელიც მდგრადია რისკების მიმართ და პასუხობს მომავლის გამოწვევებს.

ორგანიზაციები დგანან გამოწვევის წინაშე გამოიყენონ ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები, მაქსიმალურად გაზარდონ პროდუქტიულობა და შექმნან ახალი ღირებულებები, რისკების შემცირების და საზოგადოების მხარდაჭერის პარალელურად. ამ ყველაფრის ცენტრში არის სამუშაო. როდესაც მას განვიხილავთ როგორც შედეგს და არა პროცესების უბრალო თანმიმდევრობას სამუშაო ხდება მთავარი მამოძრავებელი პროდუქტიულობის, ინოვაციებისა და ღრებულების. 

დელოიტის ადამიანური რესურსების სპეციალისტები ეხმარებიან ორგანიზაციებს გაზარდონ პროდუქტიულობა და შექმნან ღირებულება ორგანიზაციის, სამუშაო ძალის და ადამიანური რესურსების წყალობით. ჩვენი პროფესიონალები იყენებენ კვლევებს, ანალიტიკას, ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიულ ცოდნას რათა დაგეხმარონ:

  • შექმნათ ორგანიზაცია, რომელიც მოქნილია ცვლილებების მიმართ და პასუხობს გამჭვირვალობის მაღალ მოთხოვნებს
  • შექმნათ სამუშაო ძალა, რომელიც განაპირობებს პროდუქტიულობას და ღირებულების შექმნას დღეს და მომავალში
  • შეიმუშაოთ სამუშაოს ყველა ასპექტი იმგვარად, რომ თანამშრომელი ხედავდეს იმ სამუშაოს მნიშვნელობას, რომელსაც ასრულებს. 

ჩვენი მომსახურებები

ადამიანური რესურსების ტრანსფორმაცია
მუდმივად ცვალებად დინამიურ სამყაროში ადამიანური რესურსები უნდა განიხილებოდეს, როგორც ბიზნეს საკითხი, რომელსაც შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მენეჯერი, მაგრამ განიხილება უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ. ადამიანური რესურსების მომავალი მოითხოვს ცვლილებებს აზროვნებაში, შესაძლებლობებსა და ფუნქციებში.  

ორგანიზაციის გარდაქმნა
ბიზნესი იცვლება. ახალი ბიზნეს მოდელები, ტექნოლოგიები, მუშაობის სწრაფი გზები და რეგულაციები მუდმივად ცვლის ორგანიზაციების მუშაობის წესს. ადამიანური გამოცდილების პრინციპებზე დამყარებულმა ტრანსფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს მდგრადი ცვლილებები ქცევით, კულტურულ და ორგანიზაციულ დონეზე. 

სამუშაო ძალის ტრანსფორმაცია
სამუშაო, სამუშაო ძალა და სამუშაო ადგილი უსწრაფესად რეაგირებენ ტექნოლოგიურ და საზოგადოებრივ ცვლილებებზე. წარმატებას განაპირობებს სტრატეგიის ქონა, რომელიც ასახავს სამუშაო ძალის მართვის ყველა ასპექტს - წვდომის, ჩართულობის, კომპენსირებისა და საბოლოოდ, მომავლის მუშახელის მართვის გათვალისწინებით.

გაეცანით დამატებით მასალებს

პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელირება

ეფექტურობის ზრდის ინსტრუმენტი

პუბლიკაცია მოიცავს მიდგომას, რომელიც გამოიყენება კომპანიებისთვის პერსონალის რიცხობრივი მაჩვენებლების მოდელების შემუშავების დროს სხვადასხვა სექტორში.მოდელირების პროცესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას რიგი საოპერაციო და სტრატეგიული საკითხების გადასაწყვეტად კომპანიაში.

headcount models for companies in various industries