strategy consulting

მომსახურება

სტრატეგია

თქვენი ორგანიზაციის სტრატეგიები, რომლებიც ეხება ზრდასა და განვითარებას, ადამიანურ რესურსებსა და ტექნოლოგიებს, რეგულაციებს და რისკებს კვალავენ თქვენი ორგანიზაციის მომავლის გზას. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ეს სტრატეგიები?

დელოიტის სტრატეგიის პრაქტიკა ეხმარება ყველაზე გავლენიან ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში მაღალი შედეგების მიღწევაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებული ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებით. ჩვენ ვაყალიბებთ გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიების აღმასრულებელ პირებთან და ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგიები საკითხების მრავალფეროვანი სპექტრის დასაფარად. კორპორატიული და ბიზნეს ერთეულის სტრატეგიის განსაზღვრიდან დაწყებული, ახალი ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირების, კომერციული ფასდადების მოდელების დიზაინის, ციფრული პროტოტიპირების და ინოვაციით დამთავრებული, ჩვენ ვიყენებთ უახლეს მიდგომებს, რომლებიც დაფუძნებულია ინდუსტრიის სიღრმისეულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, იმისთვის რომ განვავითაროთ და შევასრულოთ ინტეგრირებული და კლიენტზე მორგებული სტრატეგიები რათა შევხვდეთ მომავალს თავდაჯერებულები.

თქვენს ბიზნესზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება სტრატეგიის დარგში

მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი არის ვირტუალური ზრდის ციკლი, სადაც შენ განსაზღვრავ შენი საქმიანობის სფეროს, ეფექტური საქმიანობისა და ბიზნეს მოდელის წარმატების პირობას. კომპლექსური პრობლემების გადასაწყვეტად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიებს და სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების სპეციალისტების  დიდ გამოცდილებასა და ცოდნას. 

 

ბიზნეს ტენდენციები

ბიზნეს ლიდერებს სჭირდებათ მკაფიო, მოკლე და სრულყოფილი ინფორმაცია არსებული ბიზნეს გარემოსა და მისი სამომავლო დინამიკის შესახებ. დელოიტის ბიზნეს ტენდენციების ანგარიშები სწორედ ასეთ ინფორმაციას გვაწვდის. დელოიტს არ შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება, თუმცა ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს, რომლებიც ქმნიან მომავალს, რაც აღნიშნული ანგარიშების მომზადებაში გვეხმარება.