Integrated service offerings

გადაწყვეტილება

ინტეგრირებული მომსახურების შეთავაზება

ინტეგრირებული მომსახურების შეთავაზება ეფუძნება თქვენი კომპანიისთვის საქმიანობის გაუმჯობესების ამოცანების განხორციელების ყოვლისმომცველ მიდგომას. იგი მოიცავს ბიზნეს პროცესებს და სისტემებს, პასუხისმგებლობის და უფლებამოსილების სფეროებს, ორგანიზაციულ კულტურასა და სტრუქტურას და საინფორმაციო სისტემებს.

ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას ინტეგრირებული გადაწყვეტილებების დანერგვაში, რომელიც მოიცავს შემდეგ საკვანძო სფეროებს:

  • საწარმოს ხარჯების შემცირება
  • პროექტების კაპიტალის მართვა
  • ექსპლუატაციის პროცესების გაძლიერება
  • ადმინისტრაციული ოფისის ფუნქციების ოპტიმიზაცია

გარდა ამისა, ჩვენს გუნდს აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სპეციალიზირებული ინდუსტრიული გადაწყვეტილებების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:

  • ნავთობის და გაზის წარმოება და დამუშავება
  • ფინანსები
  • სპორტი
  • გარემოსდაცვითი მენეჯმენტი

საწარმოების უმრავლესობა აწყდება მთელ რიგ პრობლემებს, როცა მშობელ კომპანიებში არის არასაკმარისი მოქნილი კორპორატიული პროცედურები, შვილობილი კომპანიების მიერ დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას. მათ შორის არსებობს შემდეგი პრობლემები: პროექტების ტექნიკური სირთულეები ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, გეოგრაფიული მანძილი, მკაცრი კლიმატი, უხარისხო პროექტების მართვა და პროექტის მართვის ინსტრუმენტები, რისკის მართვის სისტემების არარსებობა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა.

გაიგეთ მეტი...

ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის ეფექტურობა ინდუსტრიული საწარმოების უმრავლესობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.   

უმრავლეს შემთხვევაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ტექნიკური უზრუნველყოფისა და შეკეთების მართვის სისტემები, რომლის მიზანია წარმოების საჭირო მოცულობის უზრუნველყოფა დანახარჯების გარეშე, გამოუყენებელი გახდა საბაზრო ეკონომიკაში.

გაიგეთ მეტი...

კრიზისის შემდეგ ბევრი კომპანიის  ზედნადები ხარჯები გაიზარდა, განსაკუთრებით კი დამხმარე ფუნქციების შენარჩუნების ხარჯები - ფინანსები, ადამიანური რესურსების მართვა, იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიები. 

ორგანიზაციული ცვლილებებიდან კომპანია ყველაზე რთულად ახორციელებს ზუსტად დამხმარე ფუნქციების ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებულ ცვლილებას. დამხმარე ფუნქციების ხარჯების ოპტიმიზაციის ინიციატივა იქნება სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიმაგრებულია  სტრატეგიულ მიზნებთან და ხორციელდება კარგად მომზადებული გეგმის საფუძველზე.

გაიგეთ მეტი...

დელოიტი ლიდერია ნავთობისა და გაზის სექტორის კომპანიებისთვის მომსახურების გაწევის კუთხით. ჩვენი გამოცდილება მოიცავს ნავთობისა და გაზის სექტორის ყველა ძირითად სფეროს, მათ შორის: კვლევა, განვითარება, მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება და გაყიდვა; ასევე ნავთობსაბადო მომსახურებას.

გაიგეთ მეტი...

ჩვენი სპეციალიზებული პრაქტიკა უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას კომპანიებისთვის საბანკო და საფინანსო სექტორში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო კომპანიასთან  მუშაობის დიდი გამოცდილება.

გაიგეთ მეტი...

გასული 15 წლის განმავლობაში დელოიტმა ჩამოაყალიბა კონსულტანტებისა და ექსპერტების ძლიერი საერთაშორისო გუნდი, რომელიც მომსახურებას უწევს სპორტის სექტორის კომპანიებს და ისეთი ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტებს, როგორიცაა: ფიფა, NHL, ოლიმპიური თამაშები, ფორმულა 1 და სხვა.

გაიგეთ მეტი...

დელოიტს აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და კომერციულ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებიც უკვე წლებია ებრძვიან  ეკოლოგიურ პრობლემატიკას - აშშ, კანადა, იაპონია, ჰოლანდია, ასევე ქვეყნებში, რომლებიც დამწყებნი არიან აღნიშნულ სფეროში. ამასთან დელოიტის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს  პროექტებში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ექსპერტების მოწვევის შესაძლებლობა, რომელთაც დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ ეკოლოგიური მენეჯმენტის დარგში. 

გაიგეთ მეტი...

დაბრუნება - ოპერაციები